ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ელიტ ელექტრონიქსში" წინასააღდგომო აქცია დაიწყო
05/04/2011


პრესრელიზი

5 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
 + (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/

"ელიტ ელექტრონიქსში" წინასააღდგომო აქცია დაიწყო

[PUBLICITY.GE] თბილისი,  5 აპრილი , 2011 წელი - 18 აპრილამდე "ელიტ ელექტრონიქსში" მისულ მომხმარებლებს ფასდაკლებისა და საჩუქრების აქცია დახვდებათ. "წინა სააღდგომო აქცია შენთვის" ეს სახელწოდება აქვს ახალ კამპანიას, რომელიც ცნობილი ბრენდების რამდენიმე დასახელების ტექნიკას აერთიანებს.

BOSCH-ის გაზქურის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები საჩუქრად 50%-იან ფასდაკლებას ხორცის საკეპ მანქანაზე მიიღებენ. ასევე ნახევარ ფასად შეიძლენენ GORENJE-ს მიკროტალღურ ღუმელს, ამავე ბრენდის გაზქურის მყიდველებიც.

BOSCH-ის მაცივრის შეძენის მსურველებს კი 50%-იანი ფასდაკლება წვენსაწურებზე ელით. GORENJE-ს მაცივარს კი საჩუქრად 50%-იანი ფასდაკლება მტვერსასრუტებზე მოყვება.

რაც შეეხება სარეცხი მანქანებს BOSCH-ის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს ნახევარ ფასად გადაეცემა ბლენდერი, ხოლო GORENJE-ს ბრენდის იგევე პროდუქტის შეძენისას 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება უთოზე ან ჩაიდანზე.

საშუალოდ 300 ლარიან დანაზოგს გააკეთებს GORENJE-ს გაზქურის ზედაპირის მყიდველი. BOSCH-ის ელექტრო ღუმელები კი საშუალოდ 170 ლარიანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ფასდაკლება გავრცელდება SAMSUNG-ისა და SHARP-ის მიკროტალღურ ღუმელებზე.

აქციის ფარგლებში საუკეთესო ფასადაა წარმოდგენილი HITACH-ისა და SHARP-ს ტელევიზორები. ასევე HP-ისა და ACER-ის ნოუთბუქებიც.

გარდა ამისა, 24 აპრილამდე მხოლოდ ელიტ ელექტრონოქსის მაღაზიებში, BOSCH-ისა GORENJE-ს ტექნიკის, ნებისმიერი ბრენდის ტელევიზორის, კომპიუტერული და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნის შეძენისას, მომხმარებლები უნიქარდზე გასამმაგებული ქულებს მიიღებენ.

წაკითხულია: 2781